ამწე კალათა ქირავდება

ამწე კალათა ქირავდება დღიურად და საათობრივად.მოგემსახურებით როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს

ამწე კალათა 14 მეტრიანი

ამწე კალათა გამოძახებით / მომსახურება / ქირავდება / თბილისში /
  • სერთიფიცირებული 
  • რაოდენობაში გვყავს : 3 ცალი
  • მოდელი : NSS 125/ ST125
  • შასი : Mitsubishi Canter
  • სამუშაო სიმაღლე : 14 მ ( 4 სართული)
  • გვერდითი მიღწევა : 12.5 მ
  • ტევადობა : 200 კგ 
  • მბრუნავი კალათი : 360°
  • მანქანის სიმაღლე :2.40 -3.33მ
  • მანქანის სიგანე : 2.30მ
ამწე კალათა 20 მეტრიანი
ამწე კალათი 20 მეტრი
  • მოდელი : Multitel 20 Alu
  • შასი : MAN
  • სამუშაო სიმაღლე : 20 მ
  • გვერდითი მიღწევა : 16მ
  • ტევადობა : 260 კგ
  • კალათის ზომა : 2X1მ
  • მანქანის სიმაღლე : 3.40მ
  • მანქანის სიგანე : 2.6მ

ამწე კალათა გამოძახებით თბილისსა და რეგიონებში

გჭირდებათ ამწე კალათა ფასადის შესაკეთებლად, ფანჯრების დასამონტაჟებლად ან სახურავზე სამუშაოდ? ჩვენ გთავაზობთ ამწე კალათის გაქირავებას მძღოლ-ოპერატორთან ერთად. დაგეხმარებით ტექნიკის შერჩევაში, რათა სამუშაო ზედმეტი დროისა და ხარჯის გარეშე დაგეგმოთ.

ჩვენი მომსახურების უპირატესობებია:

  • გამოცდილი და სერტიფიცირებული მძღოლ-ოპერატორები;
  • ტექნიკურად გამართული მანქანები;
  • ხელმისაწვდომი ფასები და შეთანხმებული სამუშაო გრაფიკი;
  • სწრაფი გამოძახების შესაძლებლობა თბილისში, მცხეთაში, რუსთავსა და ახლომდებარე რეგიონებში.

სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ხარაჩოს აწყობა ყოველთვის აუცილებელი არ არის. ბევრ შემთხვევაში დაქირავება უფრო პრაქტიკული გამოსავალია — განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო რამდენიმე საათში უნდა დასრულდეს ან საჭიროა სხვადასხვა წერტილთან მისვლა.

ჩვენი ტექნიკა გადის ტექნიკურ შემოწმებას, ხოლო სამუშაო პროცესში ყურადღებას ვაქცევთ როგორც ობიექტის პირობებს, ისე უსაფრთხოების მოთხოვნებს.


 

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი მომსახურება?

თუ სამუშაო გაქვთ კერძო სახლში, საწყობში, საწარმოში ან სხვა ობიექტზე, 14-მეტრიანი ამწე კალათა შეიძლება სწორედ ის ტექნიკა იყოს, რომელიც გჭირდებათ.

მისი ერთ-ერთი უპირატესობა კომპაქტური ზომებია. შესაბამისი მისასვლელი პირობების შემთხვევაში, ტექნიკის განთავსება შესაძლებელია ისეთ ადგილებშიც, სადაც უფრო დიდი ამწის გამოყენება რთულია.

14-მეტრიანი ამწე კალათა გამოიყენება დაახლოებით ოთხი სტანდარტული სართულის სიმაღლეზე სამუშაოებისთვის. კონკრეტული ობიექტისთვის მისი შესაბამისობა დამოკიდებულია საჭირო სიმაღლეზე, გვერდით მიღწევასა და მანქანის განთავსების შესაძლებლობაზე.

რისთვის შეგიძლიათ დაიქირაოთ ?

  • გარე განათებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება;
  • კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი და მომსახურება;
  • შენობებისა და საწარმოო ობიექტების დათვალიერება;
  • ფასადის შეკეთება, გალესვა და შეღებვა;
  • სენდვიჩ-პანელების მონტაჟი;
  • სხვა სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები სიმაღლეზე.

ამწე კალათას მართავს ჩვენი მძღოლ-ოპერატორი. თქვენ წინასწარ გვაცნობებთ, რა სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, სად მდებარეობს ობიექტი და რა სიმაღლეზე გჭირდებათ ასვლა.

ფასი დამოკიდებულია სამუშაოს ხანგრძლივობაზე, მისამართსა და საჭირო ტექნიკაზე. დეტალების შეთანხმების შემდეგ გეტყვით მომსახურების ღირებულებას.

14 და 20 მეტრიანი

სიმაღლეზე სამუშაოს შესრულებისას მნიშვნელოვანია ტექნიკის სწორად შერჩევა. ზოგიერთ ობიექტზე საკმარისია 14-მეტრიანი ამწე კალათა, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში სამუშაოდ შესაძლოა 20-მეტრიანი ტექნიკა იყოს საჭირო.

20-მეტრიანი ამწე კალათის მომსახურების შესაძლებლობა წინასწარ უნდა დაზუსტდეს.

ამწე კალათის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სამუშაოებისთვის:

  • ქუჩის განათებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი და მოვლა;
  • ხეების გასხვლა და ფორმირება;
  • სარეკლამო ბანერებისა და აბრების მონტაჟი ან დემონტაჟი;
  • კონდიციონერების მონტაჟი და დემონტაჟი;
  • ფასადებისა და შენობის გარე ნაწილების შეკეთება.

ჩვენი მომსახურება მოიცავს მძღოლ-ოპერატორსა და შესაბამის უსაფრთხოების აღჭურვილობას. სამუშაოს დაწყებამდე ვითვალისწინებთ ობიექტთან მისასვლელ გზას, გრუნტის მდგომარეობას, საჭირო სიმაღლესა და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს.

ელექტროგადამცემ ხაზებთან ან სხვა მაღალი რისკის ობიექტებზე სამუშაოები საჭიროებს დამატებით შეფასებასა და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვას

მოგემსახურებით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში

ამწე კალათის მომსახურება მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით არ შემოიფარგლება. ტექნიკა გამოიყენება სხვადასხვა ღონისძიების მომზადებისას, საწარმოო ობიექტებზე, სარეკლამო კონსტრუქციების მონტაჟისა და სხვა ტექნიკური სამუშაოებისთვის.

ვმუშაობთ თბილისში და შეკვეთის მიხედვით გავდივართ საქართველოს რეგიონებშიც. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც რამდენიმე საათით, ისე მთელი დღით.

სად გამოიყენება ამწე კალათა?

ღონისძიებების ორგანიზება

კონცერტების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების მომზადებისას ამწე კალათა გამოიყენება განათების, სარეკლამო ბანერებისა და დეკორაციების მონტაჟისთვის. ტექნიკა დაგეხმარებათ იმ სამუშაოების შესრულებაში, რომლებიც სიმაღლეზე უსაფრთხო წვდომას მოითხოვს.

კინო და სატელევიზიო გადაღებები

გადაღების პროცესში შეიძლება გამოიყენებოდეს განათებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის განსათავსებლად, შესაბამისი დატვირთვისა და უსაფრთხოების პირობების დაცვით.

სასაწყობე და საწარმოო სივრცეები

საწყობებში, საწარმოებსა და სხვა დიდ ობიექტებზე ამწე კალათა გამოიყენება განათების შეცვლისთვის, საინჟინრო სისტემების მომსახურებისა და სხვადასხვა სამონტაჟო სამუშაოსთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შეკვეთა წინასწარ სწორად დაიგეგმოს. ამიტომ მომხმარებელს ვთხოვთ სამუშაოს მოკლე აღწერას და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის ფოტოებს ან ვიდეოს.

რატომ უნდა გვანდოთ თქვენი პროექტი?

ამწე კალათის დაქირავებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ ტექნიკის მდგომარეობა, ოპერატორის გამოცდილება და სამუშაოს ორგანიზება.

ჩვენი მომსახურების მთავარი უპირატესობებია:

ტექნიკური გამართულობა

ჩვენი ტეხნიკა გადიან რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას. სამუშაოს დაწყებამდე ვითვალისწინებთ ტექნიკის შესაძლებლობებსა და ობიექტის პირობებს.

გამოცდილი მძღოლ-ოპერატორები

ტექნიკას მართავენ შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ოპერატორები. მათი მონაწილეობა ამარტივებს სამუშაო პროცესს და ხელს უწყობს ტექნიკის სწორ გამოყენებას.

მარტივი შეკვეთა

დაგვიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. მოგვაწოდეთ სამუშაოს მისამართი, საჭირო სიმაღლე და სასურველი თარიღი. ამ ინფორმაციის მიხედვით შეგითანხმებთ მომსახურების პირობებს.

მოქნილი მომსახურება

შეგიძლიათ დაიქირაოთ ამწე რამდენიმე საათით ან მთელი დღით. ვემსახურებით როგორც კერძო შეკვეთებს, ისე კომპანიების მიმდინარე სამუშაოებს.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს მის სამუშაოზე მორგებული მომსახურება, გასაგები პირობებითა და წინასწარ შეთანხმებული ფასით.

ხშირად დასმული კითხვები

გამოიყენება ფასადების სამუშაოებისთვის, ელექტრო მონტაჟისთვის, გარე განათების დასამონტაჟებლად, სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის, ხეების გასხვლისთვის და სხვა სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის.

დიახ, უსაფრთხოებისთვის და ეფექტურობისთვის ჩვენთან პროფესიონალი ოპერატორის მომსახურება აღნიშნულ ფესებში შედის

გვაქვს სწრაფი გამოძახების სერვისი და გვყავს 4 მანქანა ,რაც საშუალებას გვაძლევს, ხშირად იმავე დღეს რამოდენიმე საათში მოვიდეთ თქვენთან. წინასწარი დაჯავშნა კი რა თქმა უნდა რეკომენდირებულია

დიახ, რთული ან სპეციფიკური სამუშაოების შემთხვევაში რეკომენდებულია ობიექტის წინასწარი დათვალიერება ვიდეოთვალით ან სურათების სახით უნდა გადმოგვიგზავნოთ Whatsapp ზე რათა სწორად შეირჩეს ტექნიკა და თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს : ძლიერი ქარი შეიძლება გახდეს სამუშაოს გადადების მიზეზი, რადგან ეს ზრდის რისკებს და ამცირებს სტაბილურობას. 

ამწე კალათის დაჯავშნა შესაძლებელია მარტივად. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე Tel: +995555025302  ,  საკმარისია ვიცოდეთ სამუშაოს ტიპი, მისამართი, სასურველი თარიღი და სამუშაო სიმაღლე.

დიახ, მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე კომპანიებზე. ვთანამშრომლობთ სამშენებლო, სარეკლამო, საინჟინრო და სხვა ტიპის ორგანიზაციებთან. შესაძლებელია გრძელვადიანი თანამშრომლობაც და სპეციალური პირობების შეთავაზება ბიზნეს კლიენტებისთვის.

ამწე კალათის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: სამუშაოს ხანგრძლივობაზე, საჭირო სიმაღლეზე, ლოკაციაზე და ტექნიკის ტიპზე. ფასი შეიძლება იყოს როგორც საათობრივი, ასევე დღიური. ზუსტი ღირებულების დასადგენად რეკომენდებულია დეტალების წინასწარ შეთანხმება.

სპეცტექნიკისა და სხვადასხვა მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს შვილობილ ვებგვერდს: https://Renthub.ge 
სპეციალური ტექნიკის ქირაობასთან ერთად, დამატებითი სერვისების მოძიება შესაძლებელია https://serwish.ge-ზე.