ამწე კალათა ქირავდება

ამწე კალათა ქირავდება დღიურად და საათობრივად.მოგემსახურებით როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს

ამწე კალათა 14 მეტრიანი

ამწე კალათა გამოძახებით / მომსახურება / ქირავდება / თბილისში /
  • სერთიფიცირებული 
  • რაოდენობაში გვყავს : 3 ცალი
  • მოდელი : NSS 125/ ST125
  • შასი : Mitsubishi Canter
  • სამუშაო სიმაღლე : 14 მ ( 4 სართული)
  • გვერდითი მიღწევა : 12.5 მ
  • ტევადობა : 200 კგ 
  • მბრუნავი კალათი : 360°
  • მანქანის სიმაღლე :2.40 -3.33მ
  • მანქანის სიგანე : 2.30მ

ამწე კალათა 20 მეტრიანი

ამწე კალათი 20 მეტრი
  • მოდელი : Multitel 20 Alu
  • შასი : MAN
  • სამუშაო სიმაღლე : 20 მ
  • გვერდითი მიღწევა : 16მ
  • ტევადობა : 260 კგ
  • კალათის ზომა : 2X1მ
  • მანქანის სიმაღლე : 3.40მ
  • მანქანის სიგანე : 2.6მ

ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო პირობებს გაქირავების სფეროში

ამწე კალათა გამოძახებით თბილისსა და რეგიონებში

გჭირდებათ ამწე ლიფტის დაქირავება სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად?  ჩვენ გთავაზობთ სრულად გამართულ ამწე კალათებს , რომლებიც ნებისმიერ სამუშაოს გაგიმარტივებთ იქნება ეს: ფასადის შეკეთება, ფანჯრების მონტაჟი თუ სახურავის მოწყობა .ჩვენი მძღოლ-ოპერატორები უზრუნველყოფენ რომ, შედეგი იყოს ხარისხიანი.

რა თქმა უნდა ხარაჩოების აწყობა დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ჩვენი დაქირავება ამ პრობლემების საუკეთესო ალტერნატივაა: კალათა ამწე კი – მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიაა. ყოველი ჩვენი მანქანა ტექნიკურად შემოწმებულია და მზად არის ნებისმიერი სირთულის გამოწვევისთვის.

14-მეტრიანი ამწე კალათის მომსახურება

თუ თქვენი ობიექტი საწყობი, ქარხანა, სტადიონი ან სხვა დიდი სივრცეა ჩვენ გთავაზობთ 14 მეტრიანი კალათა ამწეს ,რომელიც საუკეთესო დამხმარეა რეგულარული სერვისისთვის. მისი ზომიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვიწრო ან ისეთ სივრცეში სადაც სიმაღლის შეზურდვაა უსაფრთხოდ მოახდინოს მანევრირება.მითუმეტეს  სადაც ჩვეულებრივი კიბით მუშაობა წარმოუდგენელია. 14 მეტრიანი თავისუფლად ასრულებს სამუშაოებს  4 სტანდარტული სართული სიმაღლეზე.

შესაძლებელია მისი შემდეგი სამუშაოებისთვის დაქირავება:

  • განათებისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟისა და რეაბილიტაციისთვის;
  • HVAC (ვენტილაცია-კონდიცირების) სისტემების მონტაჟი და სერვისი;
  • ობიექტების გეგმიური ინსპექტირება და საჭიროებისამებრ რემონტი.
  • ფასადის რემონტი :გალესვა, შეღებვა და ა.შ
  • სენდვიჩ-პანელების დასამონტაჟებლად

ჩვენი გამოცდილი ოპერატორები უზრუნველყოფენ  კალათის მართვას, რაც სამუშაო პროცესს ბევრად აჩქარებს და ამარტივებს.  დაქირავების ფასი დამოკიდებულია სამუშაოს ხანგრძლივობასა და ლოკაციაზე — დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით და ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ პირობებს.

20 მეტრიანი ამწე კალათის გამოძახება

მაღალ სიმაღლეზე მუშაობა, განსაკუთრებით კი საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებთან და ანძებთან, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ჩვენი 20 მეტრიანი კალათი ფართოდ გამოიყენება იქ სადაც სიზუსტე და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეს მანქანა იდეალური გადაწყვეტილებაა შემდეგი მიმართულებებით:

  • ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქუჩის განათების მოვლა: ჩვენ ვუზრუნველყოფთ სტაბილურ სამუშაო გარემოს მაღალი რისკის ზონებში.
  • ხეების გადაბელვა და ფორმის შეცვლა. სადაც საჭიროა სამუშაო შესრულდეს უსაფრთხოდ, მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანების გარეშე.
  • სარეკლამო ბანერების მონტაჟი ან დემონტაჟი: იქ, სადაც სტანდარტული პლატფორმა ვერ წვდება, ჩვენი 20-მეტრიანი პლატფორმა საუკეთესო გამოსავალია.

მომსახურებასთან ერთად ვუზრუნველყოფთ უსაფთხოების ქამრების მიწოდებას . რაც ამცირებს სიმაღლიდან ვარდნის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკს. როდესაც საქმე რთულ და საპასუხისმგებლო სამუშაოს ეხება, ჩვენი გამოცდილება და სერტიფიცირებული ტექნიკა თქვენი საიმედო პარტნიორია.

მოგემსახურებით როგორც თბილისში ასევე რეგიონებში

ჩვენი სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული სამშენებლო ობიექტებით. ჩვენი პლატფორმები აქტიურად გამოიყენება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მაშტაბური ღონისძიებებისა თუ შემოქმედებითი პროექტების ფარგლებში.

სად ვმუშაობთ ყველაზე ხშირად?

  • ღონისძიებების მენეჯმენტი: ვეხმარებით ორგანიზატორებს კონცერტების, ფესტივალებისა და სპორტული ტურნირების მოწყობაში. იქნება ეს აუდიოვიზუალური აპარატურის მონტაჟი, განათების გამართვა თუ სარეკლამო ბანერებისა და დეკორაციების განთავსება
  • კინო და ტელე-გადაღებები: კინოინდუსტრიაში სიზუსტე და სტაბილურობა გადამწყვეტია. ჩვენი  მაკრატელა ამწეები საუკეთესო ინსტრუმენტია უნიკალური კადრების გადასაღებად, განათებების სიმაღლეზე დასაფიქსირებლად და კამერების სასურველი კუთხით განთავსებისთვის.
  • სასაწყობე და ინდუსტრიული სივრცეები.სადაც სტანდარტული მეთოდები არაეფექტურია.

Amwekalata.ge_ს მიზანია შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფებს მივცეთ მაქსიმალური თავისუფლება და მოქნილობა. რათა მათ შეძლონ ნებისმიერი იდეის განხორციელება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

რატომ უნდა გვანდოთ თქვენი პროექტი?

ამწე კალათის გამოყენება. პირველ რიგში ეს არის ეფექტურობა, უსაფრთხოება და დაზოგილი რესურსები. რაც საშუალებას აძლევს ხელოსნებსა და ტექნიკურ პერსონალს, მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანონ..

ჩვენთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობები:

  •  ვართ თქვენი პარტნიორი ნებისმიერ ეტაპზე – სამშენებლო და სარემონტო პროექტებიდან დაწყებული, რთული ტექნიკური ინსპექტირებით დასრულებული.
  • ტექნიკური გამართულობა: ჩვენი amwe kalata გადიან რეგულარულ ტექნიკურ დათვალიერებას. ჩვენთვის უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა პრიორიტეტია, რაც მინიმუმამდე დაყვანილ რისკს და გარანტირებულ საიმედოობას ნიშნავს.
  • პროფესიონალიზმი: მძღოლ-ოპერატორებს გავლილი აქვთ სათანადო წვრთნა, რაც უზრუნველყოფს ტექნიკის ზუსტ და უსაფრთხო მართვას ნებისმიერ გარემოში.

ჩვენ გთავაზობთ ამწე კალათების დაქირავებას თბილისსა და რეგიონებში 14 და 20 მეტრის სიმაღლეზე სამუშაოებისთვის. ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და თითოეულ პროექტს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვუდგებით.

ენდეთ პროფესიონალებს — ჩვენთან სიმაღლეზე მუშაობა ყველაზე მაღალ დონეზეა დაცული!

ხშირად დასმული კითხვები

გამოიყენება ფასადების სამუშაოებისთვის, ელექტრო მონტაჟისთვის, გარე განათების დასამონტაჟებლად, სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის, ხეების გასხვლისთვის და სხვა სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის.

დიახ, უსაფრთხოებისთვის და ეფექტურობისთვის ჩვენთან პროფესიონალი ოპერატორის მომსახურება აღნიშნულ ფესებში შედის

გვაქვს სწრაფი გამოძახების სერვისი და გვყავს 4 ამწე ,რაც საშუალებას გვაძლევს, ხშირად იმავე დღეს რამოდენიმე საათში მოვიდეთ თქვენთან. წინასწარი დაჯავშნა კი რა თქმა უნდა რეკომენდირებულია

დიახ, რთული ან სპეციფიკური სამუშაოების შემთხვევაში რეკომენდებულია ობიექტის წინასწარი დათვალიერება ვიდეოთვალით ან სურათების სახით უნდა გადმოგვიგზავნოთ Whatsapp ზე რათა სწორად შეირჩეს ტექნიკა და თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს : ძლიერი ქარი შეიძლება გახდეს სამუშაოს გადადების მიზეზი, რადგან ეს ზრდის რისკებს და ამცირებს სტაბილურობას. 

დაჯავშნა შესაძლებელია მარტივად. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ,  საკმარისია ვიცოდეთ სამუშაოს ტიპი, მისამართი, სასურველი თარიღი და სამუშაო სიმაღლე.

დიახ, მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე კომპანიებზე. ვთანამშრომლობთ სამშენებლო, სარეკლამო, საინჟინრო და სხვა ტიპის ორგანიზაციებთან. შესაძლებელია გრძელვადიანი თანამშრომლობაც და სპეციალური პირობების შეთავაზება ბიზნეს კლიენტებისთვის.

ამწე კალათის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: სამუშაოს ხანგრძლივობაზე, საჭირო სიმაღლეზე, ლოკაციაზე და ტექნიკის ტიპზე. ფასი შეიძლება იყოს როგორც საათობრივი, ასევე დღიური. ზუსტი ღირებულების დასადგენად რეკომენდებულია დეტალების წინასწარ შეთანხმება.

სპეცტექნიკისა და სხვადასხვა მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს შვილობილ ვებგვერდს: https://Renthub.ge 
სპეციალური ტექნიკის ქირაობასთან ერთად, დამატებითი სერვისების მოძიება შესაძლებელია https://serwish.ge-ზე.

© 2026 All Rights Reserved.